
შეერთებული შტატების მთავრობამ დღეს გამოაცხადა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ახალი 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც ემთხვევა სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ წლისთავს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესრელიზშია საუბარი.
„დღეს თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს უსაფრთხოების ახალ პაკეტს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი დამცველებისთვის და გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა. ეს პაკეტი, საერთო ჯამში, 2 მილიარდი დოლარია, უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) მეშვეობით, როგორც ჩვენი ვალდებულების ნაწილი უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
დახმარების პაკეტი მოიცავს:
დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS);
155 მმ კალიბრის დამატებით საარტილერიო ჭურვებს;
საბრძოლო მასალას რეაქტიული ლაზერით მართვადი სისტემებისთვის;
CyberLux K8 UAS;
Switchblade 600UAS;
Altius-600UAS;
Jump 20UAS;
უპილოტო საფრენ აპარატებს;
განაღმვის აღჭურვილობას;
უსაფრთხო საკომუნიკაციო მოწყობილობას;
დაფინანსებას ტრენინგის, მოვლისა და მხარდაჭერისთვის.
„აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველყოს უკრაინა ბრძოლის ველზე და გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რამდენიც დასჭირდება“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0