13/02/2023
12:43
მსოფლიო
რუსეთში ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ მოუწოდა თავის მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა
ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გამოჩნდა გაფრთხილება, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა და გამოიჩინონ სიფრთხილე უკანონო დაპატიმრების რისკის გამო.
აშშ-ის მოქალაქეების რუსეთში შესვლის აკრძალვის მიზეზებს შორისაა, შესაძლო დევნა, რუსული სადაზვერვო სააგენტოების მიერ დაკავება და კანონების თვითნებური აღსრულება, ფრენების აკრძალვა და საელჩოს დახმარების გაწევის შეზღუდული შესაძლებლობა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ სექტემბერში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთმა, შესაძლოა, უარი თქვას აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე, ჩამოართვას მოქალაქეებს საკონსულო დახმარებაზე წვდომა, მოხდეს მათი გაწვევა და ასევე ხელი შეუშალოს მათ ქვეყნიდან გასვლაში.
გარდა ამისა, აშშ-ს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ს საკრედიტო და სადებეტო ბარათები არ მუშაობს რუსეთში და აშშ-დან საბანკო გადარიცხვები უკიდურესად შეზღუდულია რუსული ბანკების მიმართ დაწესებული სანქციების გამო.
საელჩო რეკომენდაციას უწევს, თავი აარიდოს ყოველგვარ პოლიტიკურ და სოციალურ პროტესტს და არ გადაუღოს უსაფრთხოების პერსონალს, ასევე შეახსენებს, რომ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების სია ბოლო დროს გაფართოვდა და მოიცავს უცხოელებთან ურთიერთქმედებას და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას.
მსგავსი გაფრთხილება აშშ-ის საელჩომ ბოლოს 27 სექტემბერს, რუსეთში „ნაწილობრივი“ მობილიზაციის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ გაავრცელა.
0
0