
უკრაინელი დეპუტატის კირა რუდიკის განცხადებით, აშშ-სთან შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიას არ წარმოადგენს.
,,კიევსა და ვაშინგტონს შორის ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება უკრაინისთვის კარგი ნიშანია. მე შეთანხმება არ მინახავს, ჯერ ჩვენი მხრიდან მისი რატიფიცირებაა საჭირო [პარლამენტში]. როგორც ჩანს, ლიდერებს შორის ურთიერთობები დათბა, რაც ცხადია, კარგია, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი ტრამპი დამეგობრდნენ - ჩვენი მიზანი ომის დასრულებაა.
ჩვენს მიერ მოსმენილი ინფორმაციის თანახმად, ეს შეთანხმება არ მოიცავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და მე მტკიცედ მჯერა, რომ მხოლოდ ამერიკული კომპანიების ოპერირება ჩვენთან, უკრაინაში, არ ნიშნავს აშშ-ის მთავრობის მხრიდან უსაფრთხოების ოფიციალური ვალდებულებების აღებას. გავიხსენოთ ისიც, თუ როგორ ევაკუირდნენ ამერიკული საელჩოები და კომპანიები 2022 წელს, როდესაც რუსული არმიის შემოჭრა დაიწყო. უსაფრთხოების და ბიზნესის მხარეები მკაფიოდ განსხვავებული მიმართულებებია“, - განუცხადა კირა რუდიკმა.
0
0