08/11/2021
10:08
მსოფლიო
ახალი წესების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ. მათ კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
აშშ-ში შესვლის შეზღუდვა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დააწესა. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, 2020 წლის დასაწყისში აშშ-ის საზღვრები, თავდაპირველად, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის დაიხურა, შემდეგ კი შეზღუდვები სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა და 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩასულ იმ პირებს შეეხო, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა ბლოკის ტერიტორიაზე აშშ-დან ჩასული ვიზიტორების მიღება ივნისში, გაერთიანებულმა სამეფომ კი - ივლისში განაახლა.
0
0