აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა, ავიაკატასტროფას 11 წლის გოგონა გადაურჩა
A-
+A

აშშ-ში, მიჩიგანის ტბაში მდებარე ბივერის კუნძულზე ავიაკომპანია Island Airways-ის მსუბუქი თვითმფრინავი Britton-Norman BN-2A ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა; ერთადერთი გადარჩენილი 11 წლის გოგონაა.
NBC25-ის ცნობით, თვითმფრინავის (რომელიც შარლევოის მუნიციპალური აეროპორტიდან მიემგზავრებოდა) ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა: პილოტი, ცოლ-ქმარი, რომლებიც კუნძულზე ვენახებისთვის მიწას ეძებდნენ, ადგილობრივი მაკლერი და მისი 11 წლის გოგონა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ გადარჩენილი გოგონა, მძიმე დაზიანებებით, მიჩიგანის ახლომდებარე საავადმყოფოში მოათავსა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ მხარეში ეს პირველი ავიაკატასტროფაა 2001 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც, ნისლიან ამინდში, ბივერის კუნძულზე ორძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა პილოტი და ბორტზე მყოფი ერთი მგზავრი, ხოლო ერთი ქალი და მისი სამი შვილი გადარჩნენ.
0
0
496
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%