
საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა, 21 იანვრიდან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღიდან ამ დრომდე, 32 000-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ. ინფორმაციას abcnews-ი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს რიცხვები მოიცავს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ დაკავებულებს, კრიმინალი არალეგალების დაკავებებს და პარტნიორული პროგრამის სახელწოდებით 287g-ის ფარგლებში განხორციელებულ დაკავებებს.
საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მაღალჩინოსნების განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი 50 დღის განმავლობაში, საიმიგრაციო სამსახურმა დააკავა 14000-ზე მეტი მსჯავრდებული, 9800 მიგრანტი, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება ემუქრებათ, 1155 ბანდის წევრობაში ეჭვმიტანილი და 44 უცხოელი ძებნაში მყოფი პირი.
ამასთან, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მაღალჩინოსანმა, დანარჩენ 8718 დაკავებულს "საიმიგრაციო კანონმდებლობის დამრღვევები" უწოდა.
0
0