აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა
10/12/2023
10:47
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად შენობები განადგურდა და დასახლებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები, წაქცეული ხეები და დანგრეული შენობები.
სამი ადამიანი ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილის ჩრდილოეთ გარეუბანში დაიღუპა. სამი კი, მათ შორის ერთი ბავშვი, ქალაქ კლარკსვილში.
შექმნილი მდგომარეობის გამო ქალაქის მერმა, ჯო პიტსმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საღამოს 9 საათიდან დაწესდა ე.წ. „კომენდანტის საათი“.
0
0
261
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%