
აშშ-ში სპეციალური პროკურორის, ჯონ დარემის ანგარიშის დანართში ტრამპის და რუსეთის შესაძლო შეთქმულების საქმესთან ჯორჯ სოროსის სავარაუდო კავშირები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სანდო უცხოური წყაროები მიუთითებდნენ, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს და ობამას ადმინისტრაციას, შესაძლოა, მონაწილეობა მიეღოთ ტრამპი-რუსეთის შესახებ ნარატივის გავრცელებაში, სანამ ბიურო გამოძიებას დაიწყებდა და ისინი, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყვნენ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდთან“.
ინფორმაციის გასაჯაროებაზე კოორდინირებულად მუშაობდნენ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი და გენერალური პროკურორი პემ ბონდი. დანართში ნათქვამია, რომ 2016 წელს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გატეხეს „ღია საზოგადოების ფონდის“, ადრე სოროსის ფონდი, ელექტრონული ფოსტა. დანართში აღნიშნულია, რომ ამ ელექტრონული ფოსტის სავარაუდო ავტორი იყო ლეონარდ ბერნარდო, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდების“ ევრაზიის რეგიონული დირექტორი იყო. როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, სხვა ელფოსტაში, სავარაუდოდ, ბერნარდოსგან არის ნათქვამი: „ჰილარი როდამ კლინტონმა (HRC) დაამტკიცა ჯულის იდეა ტრამპისა და რუსი ჰაკერების მიერ აშშ-ის არჩევნებისთვის ხელის შეშლის შესახებ“.
„ფოქს ნიუსის“ მიხედვით, ყოფილი პროკურორის, ჯონ დარემის გუნდის მიერ განხილული კომუნიკაციები დამატებით ადასტურებდა, რომ კლინტონის საარჩევნო შტაბი, სავარაუდოდ, ტრამპის რუსეთთან დაკავშირების გეგმაში იყო ჩართული.
0
0