
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის სენატორ, ტიმ შიჰისთან. ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის სენატორ, ტიმ შიჰისთან, რომელიც სენატის სამხედრო სერვისების, ვაჭრობისა და მეცნიერების, ასევე ვეტერანთა კომიტეტების წევრია. სენატორი შიჰი, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა რიგებში მსახურობდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები. საუბარი ასევე დაეთმო საერთაშორისო და რეგიონალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს," - აღნიშნულია განცხადებაში.
1
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026