აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის შტატ იუტას ეწვია
A-
+A

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის შტატ იუტას ეწვია.
საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა იუტას შტატის სენატის სპიკერ სტიუარტ ადამსთან, შტატის ვიცე-გუბერნატორ დეიდრე ჰენდერსონთან, აშშ-ის ყოფილ სენატორ გორდონ სმიტთან და იუტას მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გენერალურ დირექტორ ჯონათან ფრიმენთან. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა საქართველოს დელეგაციას. გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და რეგიონში დაკავშირებადობისთვის საქართველოს გამორჩეულ გეო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლზე. შეხვედრებზე აღინიშნა იუტას შტატის განსაკუთრებული წარმატება ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების მიმართულებით. მხარეებმა გამოხატეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მზაობა.
ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო დარგის განვითარების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი ინიციატივების ხელშეწყობისათვის გაიმართა შეხვედრები იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესორ ჯეისონ პერისთან, ამავე უნივერსიტეტის და ვებერის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექთნო სასწავლებლის ხელმძღვანელებთან და იუტას პროფესიული ლიცენზირების დეპარტამენტთან.
გამართულ შეხვედრებზე მასპინძელმა მხარემ საქართველოს დელეგაციას გააცნო საერთაშორისო მასშტაბით დანერგილი წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ სამედიცინო პროფესიების რეგულირების მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები როგორც განათლების, ისე ჯანდაცვის სფეროში საქართველოში მიმდინარე აქტიური რეფორმების კონტექსტში.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, ლევან ყულიჯანიშვილი და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ჯავარა უგრეხელიძე.
0
0
24
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%