
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის კონგრესმენ, კით სელფთან შეხვედრა გამართა, რომელიც ტეხასის შტატს წარმოადგენს და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
„კონგრესმენი კიტ სელფი დამსახურებული სამხედრო ვეტერანი და ასევე აშშ-ის კონგრესის ვეტერანთა საკითხების კომიტეტის წევრია.
შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ასევე ისაუბრეს რეგიონალური და გლობალური მასშტაბით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
ელჩმა ხაზი გაუსვა კონგრესმენის მიერ დიდი პატივისცემითა და სითბოთი, გამორჩეული ქართველის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მოგონებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
როგორი იყო ნოემბრის სუპერმთვარე🌕გალერეა
06/11/2025