
აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერად, კევინ მაკარტის ისტორიული გადადგომიდან სამი კვირის შემდეგ, პარლამენტარი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. მან უკვე ოფიციალურად დადო ფიცი, როგორც პალატის სპიკერმა. ამის შესახებ CNN წერს.
რესპუბლიკელ ჯონსონს 220 ხმა ჰქონდა, ხოლო დემოკრატ ჰაკიმ ჯეფრისს 209 ხმა. ჯონსონს რესპუბლიკელთა ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი - დეპუტატი დერიკ ვან ორდენი - არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას.
ახალარჩეულმა პალატის სპიკერმა მადლობა გადაუხადა დემოკრატების ლიდერს ჰეკიმ ჯეფრისს და ყოფილ სპიკერს კევინ მაკკარტის. ჯონსონმა ჯეფრისს უთხრა, რომ მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას.
„მე ვიცი, რომ ჩვენ ვხედავთ საგნებს სხვადასხვა კუთხით, მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გულში გინდა გააკეთო ის, რაც სწორია - ასე რომ, ჩვენ ვიპოვით საერთო ენას იქ”, - თქვა ჯონსონმა.
ცნობისთვის, ჯონსონი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო და ასევე კონგრესის მთავარი ფიგურა 2020 წლის არჩევნების ჩაშლის წარუმატებელ მცდელობებში.
ტრამპმა უკვე მიულოცა ჯონსონს პალატის ახალ სპიკერად დანიშვნა.
„უბრალოდ მინდა მივულოცო მაიკ ჯონსონს. ის იქნება პალატის შესანიშნავი სპიკერი და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დავეხმარეთ“, - თქვა ტრამპმა სასამართლო დარბაზის გარეთ, როცა სამოქალაქო თაღლითობის სასამართლო პროცესის მისთვის წარმატებით დასრულების შემდეგ.
0
0