-share.jpg)
„აშშ-ში რუსი მამაკაცი დააკავეს და მას დიდი რაოდენობით ამერიკული წარმოების სამხედრო ტექნოლოგიის რუსეთში კონტრაბანდასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს,“ - განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა.
ჰონგ-კონგში მცხოვრებ 51 წლის მაქსიმ მარჩენკოსა და ორ არაიდენტიფიცირებულ რუს თანამზრახველს ბრალად ედებოდათ მისი [მარჩენკოს] ე.წ. ჭურვი კომპანიების ფარულად გამოყენება ე.წ. ორგანული სინათლის გამოსხივების დიოდის მიკრომონიტორების თაღლითური შესყიდვის მიზნით.
მანჰეტენის ფედერალური პროკურორების თქმით, ე.წ. ორგანული სინათლის გამოსხივების დიოდის მიკრომონიტორები შეიძლება გამოყენებოდეს შაშხანის სკოპისთვის [ოპტიკური სამიზნისთვის], ღამის ხედვის სათვალეებისთვის, თერმოოპტიკისა და იარაღის სხვა სისტემებისთვის.
მარჩენკოს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორისაა თაღლითობა, კონტრაბანდა, ფულის გათეთრება და ოთხ შეთქმულებაში მონაწილეობა. ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, მას რამდენიმე ათეული წლით პატიმრობა ემუქრება.
პროკურორების მტკიცებით, მარჩენკო და მისი თანამზრახველები ტექნოლოგიას (რომელიც გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებით) თითქოსდა სამედიცინო კვლევის მიზნით ელექტრონული მიკროსკოპებისთვის გამოსაყენებლად ჩინეთში, ჰონგ კონგსა და სხვა ადგილებში აგზავნიდნენ. მარჩენკოს კომპანიებს 1,6 მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდა გამოყოფილი აშშ-ში სქემის შესამუშავებლად, რომელიც 2022 წლის მაისიდან 2023 წლის აგვისტომდე მოქმედებდა.
როგორც აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ, მეთიუ ოლსენმა, განაცხადა, აღნიშნული შემთხვევა „აძლიერებს აშშ-ის დეპარტამენტის ვალდებულებას, რომ დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და დაუპირისპირდეს უკრაინაში რუსეთის აგრესიას აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სანქციების მკაცრი აღსრულების გზით“.
0
0