
რესპუბლიკელებმა კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხების შესამოწმებლად ე.წ. პრივილეგირებული რეზოლუცია წარადგინეს. დოკუმენტი შესაბამის კომიტეტს გადაეცემა, რომლის წევრებს მიეცემათ 14 სამუშაო დღე, რომ უარი თქვან ინიციატივაზე ან დაამტკიცონ მასზე კენჭისყრა პალატის მთელი შემადგენლობის მიერ.
რეზოლუციას ხელმძღვანელობს კონგრესმენი ქალი ჯორჯიის შტატიდან - მარჯორი ტეილორ გრინი - და მხარს უჭერენ პალატისა და სენატის დეპუტატები. ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის დახმარებას, განაცხადეს, რომ საჭიროა მეტი კონტროლი.
ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს 20 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ასევე 10 მილიარდამდე დოლარის ოდენობით ჰუმანიტარული და 13 მილიარდამდე დოლარის ოდენობით ეკონომიკური დახმარება უზრუნველყო.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების სახით, 37,7 მილიარდი დოლარი გამოყოს.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025