
აშშ-ში ქირურგებმა კაცს ღორის გული გადაუნერგეს, რათა სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ.
58 წლის საზღვაო ძალების ვეტერანი ლოურენს ფაუსეტი მსოფლიოში მეორე პაციენტი გახდა, რომელსაც მსგავსი ექსპერიმენტი ჩაუტარდა, იუწყება Medicalxpress.
ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ ლოურენს ფაუსეტმა ხუმრობა დაიწყო და სკამზე დაჯდომაც შეძლო.
მერილენდის უნივერსიტეტის ექიმების თქმით, "გულის უკმარისობის გამო, კაცი თითქმის გარდაცვლილი იყო" . მათივე ინფორმაციით, პაციენტს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა, რის გამოც მან ვერ მიიღო “ადამიანი-დონორის გული”.
„ვიბრძოლებ ყოველი ამოსუნთქვისთვის“, ამბობს ლოურენს ფაუსეტი.
მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება, ექიმები აღფრთოვანებულნი იყვნენ პაციენტის პასუხით უჩვეულო ტრანსპლანტაციაზე.
"იცი, მე მხოლოდ თავს ვაქნევ - როგორ შემიძლია ვინმეს ღორის გულით ველაპარაკო?" - ხუმრობს ექიმი ბარტლი გრიფიტი, რომელმაც გადანერგვა ჩაატარა.
ცნობისთვის, იმავე მერილენდის გუნდმა გასულ წელს ჩაატარა მსოფლიოში პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გულის გადანერგვა, თუმცა მაშინ პაციენტმა მხოლოდ ორი თვე იცოცხლა…
0
0