15/01/2025
10:54
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქალებისა და გოგონების დაცვის აქტი მიიღო, რომლის თანახმადაც ბიოლოგიურ მამაკაცს ქალთან მეტოქეობა სპორტში ეკრძალება, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.
კანონის თანახმად, სკოლებს ეკრძალებათ გოგონებისთვის შექმნილ სპორტულ პროგრამებში ისეთი პირების ჩართვას, რომლებიც დაბადებიდან მამრობითი სქესის იყვნენ.
„ბიოლოგიური მამაკაცის მეტოქეობა ქალთან საფრთხის მატარებელია ჩვენი გოგონებისთვის. ეს საშიშია, არასამართლიანია, რეალობის უარყოფაა და უბრალოდ არასწორია“, - თქვა ჯონსონმა კანონის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აგრეთვე დასძინა, რომ კანონს ორმა „დემოკრატმაც“ დაუჭირა მხარი. „ამის მიუხედავად, ეს სირცხვილია, ვინაიდან, მათი რიცხვი უფრო მეტი უნდა ყოფილიყო“, - თქვა ჯონსონმა.
კანონპროექტი „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა გრეგ სტობმა შეიმუშავა.
0
0