-share.jpg)
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, სულ მცირე, 22 ადამიანი მოკლა და „50-60“ დაჭრა.
პოლიციის განცხადებით, სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ კადრებში ჩანს საეჭვო პირი რობერტ კარდი, რომელიც ნახევრადავტომატური იარაღით ქალაქ ლუისტონში, ბოულინგის ხეივანში მოძრაობს.
„რობერტ კარდი ცეცხლსასროლი იარაღის სერტიფიცირებული ინსტრუქტორია და ის ასევე ირიცხება აშშ-ის არმიის რეზერვში,“ - იუწყება CNN-ი სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით.
ლუისტონის საქალაქო მრჩევლის რობერტ მაკკარტის ინფორმაციით, სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა.
როგორც მეინის საზოგადოებრივი უსაფრთხოების წარმომადგენელმა მაიკ საუშუკმა განაცხადა, პოლიცია შეიარაღებულ პირს ჯერ კიდევ ეძებს.
”მეინის შტატში, ფაქტობრივად, ასობით პოლიციელი მუშაობს, რათა რობერტ კარდი იპოვონ და ეს საქმე გამოიძიონ,” - განუცხადა მაიკ საუშუკმა ჟურნალისტებს.
ადგილობრივმა სკოლებმა გააუქმეს გაკვეთილები და დახურეს სკოლები.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ვახშამზე უნდა უმასპინძლოს, ინციდენტის გამო შეხვედრა გადადო. ბაიდენმა მეინის გუბერნატორს, ორ სენატორსა და ადგილობრივ კონგრესმენს საჭიროების შემთხვევაში სრული ფედერალური მხარდაჭერა შესთავაზა,“ -აცხადებს თეთრი სახლი.
0
0