13/02/2023
11:13
მსოფლიო
აშშ-ში, ჰურონის ტბის თავზე ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, მელისა დალტონმა განაცხადა.
პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, ობიექტი არ წარმოადგენდა სამხედრო საფრთხეს, თუმცა ის აშშ-ის სამხედრო ობიექტთან ახლოს მოძრაობდა და საშიშროებას წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციისთვის.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში ბოლო ერთ კვირაში 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. პირველი საჰაერო ბუშიტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა, აშშ-ს საჰაერო სივრცეში თებერვლის დასაწყისში შენიშნეს.
ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდა და ამტკიცებდა, რომ ის მეტეოროლოგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, უამინდობის გამო კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა. აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ ობიექტი “სათვალთვალო ხელსაწყო” იყო.
აშშ-მ ბუშტი 4 თებერვალს ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები კი საკვლევად წაიღო.
0
0