09/09/2023
23:24
მსოფლიო
აშშ-ში ჯერ კიდევ ბევრი რუსი ჯაშუშია, - ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ შპიონაჟის საერთაშორისო მუზეუმში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსული კონტრდაზვერევის მხრიდან აშშ-ის ტრადიციული საფრთხე ჯერ კიდევ დიდი რჩება.
„რუსული დაზვერვის კვალი - და ამაში რუსული დაზვერვის თანამშრომლებს ვგულისხმობ - ჯერ კიდევ დიდია აშშ-ში. და ამას ყოველთვის ვაწყდებით და ვცდილობთ დავბლოკოთ, აღვკვეთოთ ყველა შესაძლო საშუალება“, - განაცხადა ვრეიმ.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში აშშ-მა ამ პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მაგრამ დააკონკრეტა, რომ უწყებაში ჯერ კიდევ ახსოვთ შეერთებულ შტატებში მოსკოვის “არაპროპორციულად დიდი” წარმომადგენლობისა და და ინტერესების შესახებ, რომლებსაც ეს პირები ლობირებენ.
„თუ ვინმეს სჭირდება იმის შეხსენება, თუ როგორია რუსეთის ფედერაციის ინტერესები, საკმარისია იმას შეხედოთ, თუ რა ხდება უკრაინაში. და მხედველობიდან არასდროს არ ვტოვებთ იმას, რომ ეს იგივე ხალხია, ვინც უკრაინაში არაკეთილსინდისიერ საქმიანობასა და აგრესიაში მონაწილეობენ”, - აღნიშნა ვრეიმ.
0
0