
როგორც უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა რომან კოსტენკომ განაცხადა, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამხობის მიზნით, საჭიროა მაიდანის მსგავსი პოლიტიკური პროტესტის დაორგანიზება.
დეპუტატმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ნადგურდება დემოკრატია, რომელიც „აღარასდროს დაბრუნდება“ და ის ,,ამ ფაქტს ვერ შეეგუება’’.
”მე ვიცნობ უამრავ საღად მოაზროვნე ადამიანს - როგორც კონგრესმენებს, ასევე სენატორებს და უბრალო ხალხს - რომლებიც ახლა ხელისუფლების ოპოზიციაში არიან. ისინი შეგნებული პიროვნებები არიან და ნამდვილად არ დაუშვებენ დემოკრატიის განადგურებას,’’ - თქვა კოსტენკომ.
კოსტენკომ დემოკრატიული სახელმწიფოს მაგალითად უკრაინა დაასახელა. მისი თქმით, სწორედ ასეთი „დემოკრატია“ აკლია შეერთებულ შტატებს და ამიტომ იქ მაიდანი უკრაინული მოდელით უნდა მოეწყოს.
0
0