
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ადამიანი პირველად დაინფიცირდა ხორცისმჭამელი პარაზიტული ბუზით. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული პარაზიტები ცოცხლად ჭამენ პირუტყვს და სხვა თბილსისხლიან ცხოველებს. გასული წლის ბოლოს კი, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ მექსიკაში პარაზიტული ინფექციის აფეთქება დაიწყო. საბოლოო ჯამში, მკურნალობის გარეშე, ინფექცია ფატალურია.
აშშ-ში, პარაზიტული ინფექცია გვატემალიდან მერილენდის შტატში ჩასულ პირს აღმოაჩნდა. მერილენდის შტატის მთავრობამ Reuters-ს დაუდასტურა, რომ დაინფიცირებულ პირს მკურნალობა ჩაუტარდა და პრევენციული ზომებიც მიღებულია.
ექსპერტების განმარტებით, აღნიშნული პარაზიტული ინფექციის მკურნალობა რთულია, რაც გულისხმობს სხეულიდან ასობით ლარვის მოცილებას და წყლულების საფუძვლიან დეზინფექციას. დროულად მკურნალობის შემთხვევაში, დაინფიცირებული პირის გადარჩენა შესაძლებელია.
ასევე მექსიკამ მავნებელი მწერის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები მიიღო. ხორცისმჭამელი პარაზიტული ბუზები პირუტყვს რამდენიმე კვირაში კლავს, თუ მათ მკურნალობა არ ჩაუტარდება, რაც $51 მილიონს მოიცავს.
0
0