აშშ-ში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით
23/08/2023
14:09
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ ახალისებს და მწვანე შუქს არ უნთებს უკრანის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე.
ამასთან ერთად, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცვას თავი რუსეთის შეჭრისგან, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ომი ნებისმიერ დროს უკრაინიდან სამხედროების გაყვანის გზით.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების შემთხვევები გახშირდა. უკრაინელები ოფიციალურად ამ დარტყმებზე კომენტარს არ აკეთებენ.
0
0
152
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%