
აშშ-ში არქტიკული შტორმის და ყინვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი და სხვა ამერიკული მედია საშუალებები ავრცელებენ.
ძლიერი არქტიკული შტორმის შედეგად შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა მინუს 40 გრადუსამდე დაეცა.
ავტოსაგზაო შემთხვევების, ხეების დაცემის და ამინდის ურთულესი პირობების შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ილინოისში, პენსილვანიაში, მისისიპში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში.
ორეგონში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სადაც ყინულის ქარიშხალმა ელექტროენერგიის გარეშე 45 000 ადამიანი დატოვა.
დიდი თოვლის და ცივი ამინდების გამო არაერთი სკოლაა დახურული. ასევე შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026