10/12/2022
16:49
მსოფლიო
10 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლა შესაძლებელია, თუ მოსკოვი და ვაშინგტონი კომპრომისზე წასვლას შეძლებენ.
პუტინმა ისაუბრა მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა პატიმრები - რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი და ორგზის ოლიმპიელი, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი გაცვალეს.
ყირგიზეთში სამიტის შემდეგ დასმულ კითხვაზე, შეიძლება თუ არა სხვა პატიმრების გაცვლა, პუტინმა უპასუხა, რომ "ყველაფერი შესაძლებელია" და აღნიშნა, რომ მათ შეძლეს "კომპრომისზე წასვლა", რამაც 8 დეკემებერს გრაინერის ბოუტით გაცვლა გახადა შესაძლებელი.
„შეიძლება თუ არა ამან შექმნას საფუძველი შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის, ეს ცალკე საკითხია. ჯერ არ გაგვჩენია სხვა ტიპის მოლაპარაკებებზე გადასვლის სურვილი, მაგრამ ეს მაინც ქმნის გარკვეულ ატმოსფეროს”. - თქვა პუტინმა.
0
0