
აშშ-ს პრეზიდენტი შიშობდა, რომ ალასკაზე უკრაინის პრეზიდენტის დასწრებას შესაძლოა, ხელი შეეშალა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
როგორც წყაროები აცხადებენ, ევროპელი მაღალჩინოსნები პირდაპირ მოითხოვნდნენ ალასკაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნას, თუმცა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტრამპის საუბრის შემდეგ ევროპელებმა ეს მოთხოვნა უარყვეს და საჯაროდ მოუწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, მონაწილეობა მიეღო ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ მოლაპარაკებაში.
„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ალასკაზე ზელენსკის ყოფნასთან დაკავშირებით ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა, რადგან, მისი აზრით, ამას შეეძლო, მოლაპრაკება ჩაეშალა.
„ტრამპს არ ესმის, რომ პუტინი სიცოცხლის დაკარგვის მიმართ ემპათიას არ განიცდის, პუტინს უნდა, მიაღწიოს მაქსიმალურ მიზნებს, რათა შეინარჩუნოს თავისი მემკვიდრეობა ვლადიმერ დიდის სახელით და მზად არის, მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობისთვის, მაშინ როცა ტრამპს უნდა, შეაჩეროს ომი და მიიღოს ნობელის მშვიდობის პრემია“, – თქვა ფიონა ჰილმა, რომელიც დონალდ ტრამპს რუსეთის საკითხებში კონსულტაციას უწევდა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს.
0
0