02/08/2023
09:41
მსოფლიო
აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა.
„აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს“, - აღნიშნა ლინდა ტომას-გრინფილდმა.
მისი თქმით, რუსებს თუ სურთ, თავიანთი სასუქის გლობალურ ბაზარზე გატანა და სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციების ხელშეწყობა, მაშინ მოუწევთ, ამ შეთანხმებას დაუბრუნდნენ.
„ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი შეიძლება, დაინტერესდნენ დისკუსიებში დაბრუნებით. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით, არის თუ არა ეს რეალურად ასე“, - დასძინა გაეროში აშშ-ის ელჩმა.
0
0