23/08/2023
10:49
მსოფლიო
ტეხასის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს, პადრეს კუნძულს, ტროპიკული ქარიშხალი “ჰაროლდი” მიუახლოვდა, რამაც აშშ-ის სამხრეთში უფრო ძლიერი წვიმა და ქარიშხალი გამოიწვია.
შტატის ზოგიერთ რაიონში, შტორმს ინტენსიური წვიმა [17,7 სმ დიამეტრი] მოჰყვა. 23000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ტეხასში წყალდიდობა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილი, ასევე კალიფორნია და ნევადა, რეკორდულად ძლიერმა წვიმამ დატბორა.
ტეხასის გუბერნატორის გრეგ ებოტის განცხადებით, შტატში მობილიზებულია საგანგებო რესურსები, მათ შორის სამაშველო ნავები, სამძებრო-სამაშველო ჯგუფები და შტატის ეროვნული გვარდიის ოცეული.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ტეხასის ცხელ და მშრალ ლანდშაფტზე მოსალოდნელია ქარიშხლის გაგრძელება და წვიმის შემცირება.
სინოპტიკოსები ამჟამად დომინიკის რესპუბლიკის სანაპიროდან აღმოსავლეთით, 370 კმ-ის დაშორებით, ,კიდევ ერთ ტროპიკულ ქარიშხალს „ფრანკლინს“ პროგნოზირებენ.
როგორც ცნობილია, ინდუსტრიული რევოლუციის დაწყების შემდეგ მსოფლიოში უკვე დაახლოებით 1,1 გრადუსით დათბა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰაერის ტემპერატურა უფრო მოიმატებს, თუ მსოფლიოს მთავრობები ემისიების მკვეთრად შემცირებისთვის ზომებს არ მიიღებენ.
0
0