10/05/2023
16:39
მსოფლიო
გამოცემა New York Times-ის ცნობით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ვალის ჭერის გაზრდაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც გამოცემა წერს, ხაზინას ნაღდი ფული ეწურება, რაც მცირე დროს ტოვებს ვალის ჭერის დეფექტის მოსაგვარებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეფოლტი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუ ვალის ზღვარი არ გაიზარდა, მთავრობა ვერ შეძლებს ყველა გადასახადის დროულად გადახდას, მათ შორის სამხედროების ხელფასების, სოციალური დაცვის ვალდებულებების და სხვ.
„თუ გამოსავალი ივნისამდე არ იქნება მიღწეული, პოლიტიკოსები ყოველდღიურად ითამაშებენ „რუსულ რულეტს“, რაც ნიშნავს ფინანსურ კატასტროფას მათი ამომრჩევლებისთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ეკონომიკური პოლიტიკის დირექტორმა, შაი აქაბასმა.
„მე ვიტყოდი, რომ თუ კონგრესი არ გაზრდის ვალის ზღვარს, პრეზიდენტს მოუწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ არ არსებობს კარგი ვარიანტი”б - თქვა ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა CNBC-ის ეთერში.
„დეფოლტი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას, საპენსიო დანაზოგების შემცირებას და სესხის აღების მაღალ ხარჯებს ოჯახებისთვის, ბიზნესებისთვის და მთავრობისთვის“, - ამბობს ორგანიზაცია Business Roundtable-ის ხელმძღვანელი ჯოშუა ბოლტენი.
0
0