
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას არ გაუკეთებია დასკვნა იმის თაობაზე, რომ რუსეთს კავშირი აქვს ე.წ. ჰავანის სინდრომის შეთხვევებთან.
„აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ასეთ დასკვნებამდე არ მისულა. ეს კონკრეტული ნაწილი რუსეთთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, [სადაზვერვო საზოგადოება ]ასეთ დასკვნამდე არ მისულა“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
მანამდე გერმანული Der Spiegel-ის, ამერიკული CBS News-ისა და რუსული The Insider-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ვარაუდი გამოითქვა, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) თანამშრომლები, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელ და კანადელ დიპლომატებს წამლავდნენ.
საუბარია ე.წ. ჰავანის სინდრომზე - არაოფიციალურ დაავადებაზე, რომელსაც ახასიათებს თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი და კოორდინაციასა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები.
2014 წლიდან მსგავსი სიმპტომები უფიქსირდებათ აშშ-ისა და კანადის საელჩოების თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
Der Spiegel: რუსეთის ГРУ-ს თანამშრომლები, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელ და კანადელ დიპლომატებს წამლავდნენ, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი თბილისშიც დაფიქსირდა.
0
0