25/10/2022
10:43
მსოფლიო
”ჩვენ ძალიან გარკვევით ვისაუბრეთ რუსებთან... იმ მძიმე შედეგების შესახებ, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება. და ეს შედეგები რუსეთისთვის იქნება მძიმე,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ, გაეროს ხელმძღვანელს, ანტონიო გუტერეშს მოუწოდა, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ "ბინძური ბომბის" პროვოკაცია არ განახორციელოს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ჯერჯერობით არ შეუმჩნევიათ იმის ნიშანი, რომ მოსკოვმა „ბინძური ბომბის“ ან რაიმე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსული მხარე ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება“, - განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.
"ბინძური ბომბი" ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რომელიც რადიოაქტიურ მასალას შეიცავს.
0
0