
აშშ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვენესუელურ ორგანიზაციას, Cartel de los Soles-ს („მზეთა კარტელი“), უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი ორგანიზაციას ტერორისტული დაჯგუფებების სიაში 24 ნოემბრიდან შეიყვანს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნ მარკო რუბიოს განცხადებით, კარტელს ნიკოლას მადურო და მისი უკანონო რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც „სამხედროები, დაზვერვა და საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები მოისყიდეს“.
ვაშინგტონი კარტელს ადანაშაულებს ძალადობაში და აშშ-სა და ევროპაში ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობაში. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ კვლავ გამოიყენებს ყველა საშუალებას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასცავად და ნარკოტერორისტების რესურსებისა და დაფინანსების აღსაკვეთად.
„სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. არალეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, ჯგუფმა ვენესუელაში სამთავრობო ინსტიტუტების კორუმპირება მოახდინა და პასუხისმგებელია სხვა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მიერ და მათთან ერთად ჩადენილ ტერორისტულ ძალადობაზე, ასევე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
0
0