22/04/2023
12:08
ეკონომიკა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.
როგორც Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე.
“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა.პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში და კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე” – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, 18 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს.
0
0