26/05/2023
09:09
მსოფლიო

აშშ-მა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ეს არის უპასუხისმგებლო ქცევის უახლესი მაგალითი“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, კონფლიქტში ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.
„უბრალოდ დავამატებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შესაცვლელად ან რაიმე მინიშნებას იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად“, - დასძინა მან.
მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთიდან ბელარუსში გარკვეული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაიწყო.
0
0