06/04/2022
19:29
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომელიც მოიცავს ინვესტიციების აკრძალვას, რუსეთის უმსხვილეს ბანკსა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, სანქციები უწესდება რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს, „სბერბანკსა“ და რუსეთის უმსხვილეს კერძო ბანკს, „ალფა ბანკს“.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაციაში ახალი ინვესტიციების განხორციელება იკრძალება.
სანქციები ასევე უწესდებათ რუსეთის ელიტის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორი: პრეზიდენტი პუტინის შვილები, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის მეუღლე და ქალიშვილი.
გარდა ამისა, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთს აუკრძალა ვალების გადახდა აშშ-ის იურისდიქციას დაქვემდებარებული სახსრებით.
0
0