
აშშ-მა ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე, ტემი ბრიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანტალ როგანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს არ შეესაბამება.
„სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს, სიიარტოს უნგრელი მაღალჩინოსნის, ანტალ როგანის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სპეციალურად განსაზღვრული პირთა სიიდან ამოღების შესახებ აცნობა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.
ბრიუსის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ანტალ როგანს კორუფციაში სავარაუდო ჩართულობის გამო „მაგნიტსკის გლობალური სიით“ გათვალისწინებული სანქციები 7 იანვარს დაუწესა.
0
0