-share.jpg)
აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოწოდებას ითვალისწინებდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 13-მა, მათ შორის მუდმივმოქმედმა წევრებმა - საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, კიდევ ერთმა მუდმივმოქმედმა წევრმა, დიდმა ბრიტანეთმა კი თავი შეიკავა.
აშშ-ის წარმომადგენლობის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მომზადებული შეთავაზება „დაუბალანსებელი“ და არარეალისტური იყო, და მასში არ იყო გაკრიტიკებული „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 1200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა.
„რეზოლუციაში არის მოწოდება უპირობო პაუზისკენ, ეს არა მხოლოდ არარეალისტური, არამედ სახიფათოცაა. ეს უბრალოდ დატოვებს „ჰამასს“ ადგილზე, მისცემს გადაჯგუფებისა და იმის გამეორების საშუალებს, რაც მათ 7 ოქტომბერს გააკეთეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა.
0
0