
Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყანაში, ვანუატუში, საელჩო გახსნა, რაც, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ჩინეთთან ხანგრძლივი კონკურენციის პირობებში, აშშ-ის უახლესი ნაბიჯია.
„საელჩოს გახსნა ეფუძნება ძალისხმევას, რომელიც გავწიეთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და მეზობლებთან შემდგომი ურთიერთობისთვის დასამყარებლად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა მანამდე ორ სხვა კუნძულოვან ქვეყანაში, სოლომონის კუნძულებსა და ტონგაში, გახსნა საელჩოები და მას ასევე წარმომადგენლობა ეყოლება კირიბატში. კირიბატის მისია პარლამენტის მიერ საბოლოო დამტკიცებას ელოდება.
ვაშინგტონი აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან რეგიონში თავისი დიპლომატიური ყოფნის გასაძლიერებლად თანამშრომლობს, რათა ის თავისი მთავარი სტრატეგიული მეტოქისგან „ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეს“ დაუპირისპირდეს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026