
ამერიკული წარმოების პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემები უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ხნის ნანატრი საჰაერო თავდაცვის სისტემები უზრუნველყოფენ უკრაინას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან, რომლებმაც გაანადგურეს ქალაქები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გასული წლის ოქტომბერში აშშ დათანხმდა უკრაინისთვის მიეწოდებინა მიწა-ჰაერის სისტემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თვითმფრინავების, საკრუიზო რაკეტებისა და მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. რუსეთი მათ იყენებს ქალაქებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმისთვის.
„დღეს ჩვენი ულამაზესი უკრაინის ცა უფრო უსაფრთხო ხდება“, - დაწერა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე.
უკრაინაში მიტანილი რაკეტები არის დასავლელი მოკავშირეების ახალი წვლილი, რომლებმაც, ასევე, პირობა დადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწვდიან ტანკებს, საარტილერიო დანადგარებს და ზოგიერთი ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს. ამ იარაღმა და აღჭურვილობამ უნდა გააძლიეროს უკრაინის ძალა მოახლოებული კონტრშეტევის წინა დღეს - იუწყება Associated Press.
0
0