
როგორც The Financial Times-ი წერს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის იშვიათი ლითონებისა და სხვა მინერალების მოპოვების სტიმულირებისთვის შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გამოიყენოს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ საუბარში, ამ უკანასკნელმა კიევს ატომური ელექტროსადგურის მართვაში დახმარება შესთავაზა და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის მიერ საწარმოების მფლობელობა ამ ინფრასტრუქტურის საუკეთესო დაცვასა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
The New York Times-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა სკეპტიკურად განიხილეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აშშ-ის კონტროლის ქვეშ გადაცემის იდეა და ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი ობიექტების პრივატიზება უკრაინის კანონმდებლობით შეუძლებელია.
,,როგორც ცნობილია, ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს. კონფლიქტის დაწყებამდე, ელექტროსადგური უკრაინის მთლიანი ელექტროენერგიის 20%-ის აწარმოებდა,’’ - წერს The Financial Times-ი.
0
0