
აშშ-მა უკრაინასთან შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, კიევში აცხადებენ, რომ სადაზვერვო მონაცემების გაზიარება სრულად არ შეწყვეტილა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ ნაბიჯს „შერჩევითი“ უწოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ მიეწოდება უკრაინას და ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსული ძალების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.
პარალელურად, თეთრ სახლში „ფოქს ბიზნესის“ კორესპონდენტი ედუარდ ლოურენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯონ რატკლიფმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტა დაადასტურა.
0
0