11/11/2022
10:45
მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ოცი წლის წინ მინიჭებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რომელიც რუსულ საქონელზე ანტიდემპინგური გადასახადების გაანგარიშებას ზღუდავდა, ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე.
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის განმარტებით კი ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს აშშ-ის ანტიდემპინგური კანონის მთელი ძალა, რათა აღმოფხვრას ბაზრის დამახინჯება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მთავრობის მზარდი ჩარევით მათ ეკონომიკაში.
Reuters-ი ასევე წერს, რომ ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა, რაც 2012 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებისთვის არსებითი ნაბიჯი იყო.
0
0