
„კორუფციის ბრალდებით სანქცია დაედო 4 მოსამართლეს, პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს“, - ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელი, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარლამენტში აუცილებლად უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნა დაკითხოს ყველა ადამიანი, რომელსაც სურს სიმართლე უთხრას საზოგადოებას.
„რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება. ჩვეულ კანონმდებლობაში გვიწერია ასეთი ვალდებულება, რომ როცა საჯაროდ ხდება ცნობილი დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და სხვა როგორღა უნდა გახდეს ცნობილი, მთლად სანქცია დაადო ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ კორუფციის ბრალდებით 4 მოსამართლეს. ეს არის საკმარისი საფუძველი კანონისთვისაც, კი არა უბრალოდ პოლიტიკური ნების არსებობისთვის, არამედ კანონისთვისაც კი, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.
პარლამენტში აუცილებლად უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულფასოვან შეფასებას გააკეთებს მთელი ამ პროცესის და შესაძლებლობა ექნება დაკითხოს ყველა ადამიანი, რომელსაც სურს, რომ თავისი სათქმელი თქვას და სიმართლე უთხრას საზოგადოებას“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
0
0
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
11/08/2025