
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო და საზღვაო იერიშები განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ოპერაცია აღმოსავლეთის დროით 22:00 საათზე დაიწყო და შვიდი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის გამანადგურებლებმა, უპილოტო საფრენმა აპარატებმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ზუსტი დარტყმები მიიტანეს ირანის სარაკეტო და დრონების ობიექტებზე, საზღვაო შესაძლებლობებსა და სანაპირო თავდაცვის სისტემებზე, მათ შორის ჰორმუზის სრუტის მიმდებარე და სანაპირო რაიონებში.
ამერიკული მხარის განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტება იყო, რომლებიც, მათი შეფასებით, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს.
უკვე მეოთხე ღამეა, რაც აშშ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებს ატარებს. მანამდე, ვაშინგტონმა ირანის პორტების მიმართულებით მიმავალი და იქიდან გამომავალი გემების საზღვაო ბლოკადაც განაახლა.
0
0