
,,აი იას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი:
,,ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა “პარკინგების მბრძანებლისგან” რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე – მაშინ, როცა რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა, მის მიერვე ცალმხრივად შემოღებული რეგულაციები – გადადგეს საქართველოს მთავრობა და სანქციების მოხსნაზე, ვუპასუხოთ სანქციების დაწესებით… სრულ სიგიჟეში არიან!
ცნობისთვის, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, ნაწილი ევროპის ქვეყნებში ჩადის სავიზო პროცედურების გასავლელად და უფრო დიდი ნაწილი კი, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას, მექსიკის საზღვრიდან… პარადოქსი კი ის არის, რომ აშშ-მა გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზებზე მოთხოვნათა 70% დააკმაყოფილა… ეს ისე მაინც, ინფორმაციისთვის!!!” - წერს შაქარიშვილი.
0
0