15/04/2024
12:59
მსოფლიო
შაბათს და კვირას აშშ-ის ჯარებმა გაანადგურეს 80-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და მინიმუმ ექვსი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ისრაელის მიმართულებით გაუშვეს ირანიდან და იემენიდან. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იტყობინება.
აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას ირანის სახიფათო მოქმედებების წინააღმდეგ და პირობა დადო, რომ „გააგრძელებს მუშაობას რეგიონალურ პარტნიორებთან რეგიონული უსაფრთხოების გასაძლიერებლად“.
კვირას, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ, საპასუხოდ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ვაშინგტონი ისრაელის შესაძლო თავდასხმას ირანზე, თქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელის დახმარებას საფრთხეებისგან თავის დაცვაში, მაგრამ არ აპირებს ირანთან ომს, ან კონფლიქტის გამწვავებას ახლო აღმოსავლეთში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის მიერ 14 აპრილის ღამეს გაშვებული რაკეტებისა და თვითმფრინავების 99% - სულ სამასზე მეტი - ჩამოაგდეს, მათი უმეტესობა ისრაელის ტერიტორიის გარეთ.
ირანმა განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენა ისრაელის ყველა სამხედრო სამიზნეს. ამ ცნობების დადასტურება არ არსებობს და ბევრი კომენტატორი აღნიშნავს, რომ მასობრივი დარტყმის მოგერიება წარმატება იყო ისრაელისა და მისი მოკავშირეების საჰაერო თავდაცვისთვის.
0
0