
„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოება გადაწყვიტე ", - თქვა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრია, განაცხადა, რომ ნატო ვერ მიაღწევს მოსკოვის "სტრატეგიულ დამარცხებას". მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინაში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაგზავნისთვის.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-სთან სატელევიზიო ინტერვიუში სერგეი ნარიშკინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი „ითვალისწინებს უკრაინისთვის გასაგზავნ სამხედრო აღჭურვილობის მოცულობისა და დიაპაზონის გაფართოებას“.
აღნიშნული სამხედრო აღჭურვილობა მოიცავს 150 კმ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. კიევი აცხადებს, რომ სამხედრო მარაგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ რუსული აგრესიისგან თავი დაიცვას.
0
0