
კრემლის ლიდერის თქმით, „კოლექტიურმა დასავლეთმა თავისი ვალუტები საფრთხის ქვეშ დააყენა“.
პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული საქონლის მიწოდება და შემდგომ მათი ანაზღაურება უცხოურ ვალუტაში, ეს რუსეთისთვის აზრს მოკლებულია.
„კოლექტიურმა დასავლეთმა თავისი ვალუტები საფრთხის ქვეშ დააყენა. როგორც ამერიკამ, ასევე, ევროპამ პრაქტიკულად რუსეთის წინაშე საკუთარი დეფოლტი გამოაცხადეს. დღეს ყველამ იცის მსოფლიოში, რომ დოლარსა და ევროში ვალდებულებები შეიძლება არ შესრულდეს. ამაზე შეფასება გავაკეთე და დეტალებზე ყურადღებას არ გავამახვილებ.
სავსებით ნათელია, რომ ასეთ პირობებში ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი საქონლის მიწოდება და ევროებით და დოლარებით ანაზღაურების მიღებას, ჩვენთვის არანაირი აზრი არ აქვს. შესაბამისად, როგორც ბუნებრივ აირში, ასევე, ნავთობში და ექსპორტის სხვა ნაწილში გადასახადი უნდა შედგეს რუბლებში.
იმ ვალუტებში გადახდა, რომელმაც საკუთარი თავის კომპრომეტირება მოახდინა, გადახდა აღარ მოხდება. რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას იმ ფასებით და მოცულობით, რაც კონტრაქტებშია ჩაწერილი, რადგან ჩვენ ჩვენს რეპუტაციას ძალიან ვუფრთხილდებით და გვინდა ვიყოთ სანდო პარტნიორი.
ცვლილება შეეხება მხოლოდ სავალუტო გადახდის წესს, რომელიც რუსულ რუბლებში მოხდება. ყველა ჩვენს პარტნიორს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ შეასრულონ აუცილებელი ოპერაცია. ეს გამჭვირვალე უნდა იყოს. დაახლოებით 1 კვირას ვაძლევ ეროვნულ და ცენტრალურ ბანკს ვადას, რომ ამაზე იმუშაონ“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
0
0