
აპროტესტებთ ამ მთავრობის აშშ-სთან ურთიერთობების გაჯანსაღებას? აპროტესტებთ ევროინტეგრაციის გზაზე ნაღმების ნეიტრალიზაციას? აპროტესტებთ თეთრ სახლში "რუსული" ადმინისტრაციის შესვლას? აპროტესტებთ მის მიერ "რუსული" კანონების მიღებას? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
,,მესმის, რომ 81 ქვეყანაში წაკითხულიდან აზრის გამოტანის ინდექსით - 67-ე ადგილზე ვართ. მაგრამ "კოკა-კოლას" ბოთლის თავსახურის შიგნით დამაიმედებელი წარწერისა არ იყოს ("კიდევ სცადეთ") მაინც ვეცდები - რას აპროტესტებთ? 14 ასოსგან შემდგარი უმარტივესი კითხვაა: რას აპროტესტებთ?!
აშშ-მ უნდა დაუბრუნოს საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი და ადგილი, მას შემდეგ რაც ახალი ადმინისტრაცია შევა თეთრ სახლში - ითქვა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე. რას აპროტესტებთ? 14 ასოსგან შემდგარი უმარტივესი კითხვაა: რას აპროტესტებთ?!
ამჟამად ეს მხოლოდ ქაღალდზე გაწერილმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ უნდა მიიღოს კონკრეტული თანამშრომლობისა და ურთიერთვალდებულებების გეგმის კონტურები. რას აპროტესტებთ? 14 ასოსგან შემდგარი უმარტივესი კითხვაა: რას აპროტესტებთ?!
აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ დააანონსა ლგბტ-პროპაგანდის შემზღუდავი, ჯარიდან და სპორტიდან ტრანსგენდერიზნის განდევნის და საერთაშორისო ფინანსური ფონდების გამჭვირვალობის კანონების მიღება. რას აპროტესტებთ? 14 ასოსგან შემდგარი უმარტივესი კითხვაა: რას აპროტესტებთ?!
ზუსტად მსგავსი კანონების უკან გაწევის საფასურად გვაშანტაჟებენ ევროინტეგრაციის გზაზე. დიდი ალბათობით აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამ შანტაჟის ფაქტორს გაგვიუქმებს. რას აპროტესტებთ? 14 ასოსგან შემდგარი უმარტივესი კითხვაა: რას აპროტესტებთ?!
გუშინ თქვენმა უკანასკნელმა იმედმა, ელჩმა ჰერჩინსკიმაც კი "დაზადნა". როგორ და რანაირად - 16 დეკემბერს შეიტყობთ. თქვენი "არმაგედონული" მოლოდინი თითქოს და საკუთარ სამშობლოსთან მიმართებით ვეღარ შედგება. რას აპროტესტებთ? 14 ასოსგან შემდგარი უმარტივესი კითხვაა: რას აპროტესტებთ?!
თქვენმა ახალმა იმედმა - გახარიამ, თქვენი უკანასკნელი იმედის, ზურაბიშვილის აფიორაც რომ გააცამტვერა: "არაფერი გაუიასნებია ტრამპთან, საჩვენოდ 20 იანვარს არაფერი შეიცვლება - ან მანამდე ვახდენთ რევოლუციას, ან აზრი არა აქვს არაფერს". რას აპროტესტებთ? 14 ასოსგან შემდგარი უმარტივესი კითხვაა: რას აპროტესტებთ?!
აპროტესტებთ ამ მთავრობის აშშ-სთან ურთიერთობების გაჯანსაღებას? აპროტესტებთ ევროინტეგრაციის გზაზე ნაღმების ნეიტრალიზაციას? აპროტესტებთ თეთრ სახლში "რუსული" ადმინისტრაციის შესვლას? აპროტესტებთ მის მიერ "რუსული" კანონების მიღებას?
რას აპროტესტებთ? 14 ასოსგან შემდგარი უმარტივესი კითხვაა: რას აპროტესტებთ?! და თუ კი ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გიჭირთ, იქნებ ამას მაინც უპასუხოთ: რა არგუმენტებიც მოგიყვანეთ, ამის შემდეგ "ჩელიაბინსკში" მე ვარ თუ თქვენ?" - წერს ქართველიშვილი
0
0