
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აცნობა გაეროს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ადამიანის უფლებების სფეროში შეერთებული შტატების მდგომარეობის შემდგომ რეგულარულ მიმოხილვაში. განხილვა დაგეგმილია 7 ნოემბერს, ჟენევაში. შესაბამისი წერილი გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის, ვოლკერ ტიურკს(Volker Türk) გაეგზავნა.
UPR (Universal Periodic Review, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა) — ეს არის პროცედურა, რომლის ფარგლებშიც გაეროს 193 წევრი ყველა სახელმწიფო, ყოველ 4-5 წელიწადში, გადის ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასებას.
ამ ქმედებით, შტატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ მისთვის არ არსებობს ზემდგომი არანაირი საერთაშორისო რეგულატორი ან მაკონტროლირებელი. ის მაღლა დგას ნებისმიერ საერთაშორისო სტრუქტურაზე. მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე არის საბოლოო და ერთმნიშვნელოვნად ჭეშმარიტი
0
0