
აშშ სავიზო გირაოს პროგრამას დამატებით 12 ქვეყნისთვის აფართოებს, რომელთა შორის არის საქართველოც. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აფართოებს სავიზო გირაოს პროგრამას 50 ქვეყანამდე, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევა.გირაო დაუბრუნდებათ მოქალაქეებს,მაშინ როდესაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
პროგრამა მოქალაქეებისთვის B1 და B2 ტურისტული და ბიზნეს ვიზების მისაღებად, $5 000-დან $15 000-მდე გირაოს გადახდას ითვალისწინებს. გირაო მოქალაქეებს დაუბრუნდებათ მაშინ, როდესაც დაბრუნდებიან სამშობლოში ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით.
სავიზო გირაოს პროგრამა მოიცავდა 38 ქვეყანას, ახლა მათი რიცხვი კი, 50-მდე გაიზარდა. პროგრამაში დამატებულ ქვეყნებს შორის არიან: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელი და ტუნისი.
0
0